1.პროექტის სახელწოდება:ნატო - ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და საქართველო.
2.პროექტის მოკლე აღწერა:მონაწილეები გაეცნობიან ალიანსის შექმნის მოკლე ისტორიას,რა გახდა ორგანიზაციის შექმნის საფუძველი,რა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებია ასახული ამ ორგანიზაციის საქმიანობაში,სად არის ნატოს შტაბ-ბინა და რომელი სახელწიფოებია გაერთიანებული ამ ორგანიზაციაში.
3.პროექტის აქტუალურობა:ეს პროექტი აქტუალურია რადგან მოსწავლეები ეცნობიან გლობალურ პრობლემებს,ეძიებენ ვერსიებს,თუ როგორ შეიძლება მივიდეს საქართველო ამ ორგანიზაციამდე და ხმამაღლა უთხრათ "არა ომს" რადგან ნატომ ახალი ფუნქცია შეიძინა ლოკალური კონფლიქტების განეიტრალება.
4.პროექტის მიზანი:პროექტის მონაწილეები იკვლევენ ალიანსის შექმნის ისტორიას,სწავლობენ თუ რა მიზანს ემსახურება ეს ორგანიზაცია და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სწრაფვა ამ ორგანიზაციისაკენ.
5.მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი.
6.ვადები/ხანგძლივობა:ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები:ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების პრაქტიკა,თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების,მსოფლიოში მიმდინარე პროცესების აღქმისა და ანალიზის უნარი.მოსწავლე არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ,იყენებს სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებებს რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,საძიებო სისტემა google.com,ინფორმაცია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსზე,XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელო და youtube.com.
9.მსვლელობა:1.შერჩეული თემის ირგვლივ დავსვათ რამდენიმე მთავარი კითხვა.
(1.რა იყო ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი?
2.როდის შეიძინა ნატომ ახალი ფუნქცია ლოკალური კონფლიქტების განეიტრალება? )
2.შევქმნით საპროექტო ჯგუფს.
3.ერთობლივად შევიმუშავებთ პროექტის შესასრულებლად საჭირო გეგმას.(კვლევის საგანი,მოქმედების თანმიმდევრობა და ხანგძლივობა.)
4.პროექტის პრეზენტაცია.
10.საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:სამოქალაქო განათლებასთან კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი.
11.იხილეთ შეფასების რუბრიკა
12.პროექტის ხელმძღვანელი:ნ.ბრეგვაძე.
13.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა natobregvadze1@gmail.com
| 9 -10 | 7-8 | 5 -6 | 3 -4 | 1- 2 | |
| ზეპირი პრეზენტაცია | მეტყველებს გამართულად, შეუძლია მოსაზრების დასაბუთება არგუმენტებით. იყენებს თვალსაჩინო ვიზუალურ მასალას. | თხრობისას უშვებს უზუსტობებს, მოსაზრების დაცვისას მოჰყავს არამყარი არგუმენტები, | უჭირს თხრობა, ვერ მოჰყავს საჭირო არგუმენტები | უჭირს თხრობა, არ შეუძლია აზრის ჩამოყალიბება | არ შეუძლია თხრობა ვერ პასუხობს კითხვებზე |
| ჩართულობა (კითხვა-პასუხი) | აქტიურია, აზრს გამოთქვამს თავისუფლად. | ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. უჭირს ცოდნის სრულად გამოვლენა. | პასიურია, გამოთქვამს საკუთარ აზრებს , ვერმოჰყავს არგუმენტები . | არ აქტიურობს | ვერ პასუხობს |
| ჯგუფური მუშაობა და პროექტები | აქვს სხვებთან მუშაობის უნარი, შეუძლია ინფორმაციის მოძიება, მთავარი არსის გადმოცემა, დაცვა. ვიზუალური მასალის მოძიება და ჩვენება. | შეუძლია ჯგუფთან მუშაობა,მონაწილეობს ერთიანი აზრის,დასკვნისგამოტანაში, უჭირს დასაბუთება. | ცდილობს თანამშრომლობას, ეთანხმება მათ აზრს. | არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, ჯგუფთან საკომუნიკაციო ამოცანების გადაწყვეტა. | არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, ჯგუფთან საკომუნიკაციო ამოცანების გადაწყვეტა. |