chrdiloatlantikuri sabcho saqartveloshi

chrdiloatlantikuri sabcho saqartveloshi

Friday, November 1, 2013

proeqti

1.პროექტის სახელწოდება:ნატო - ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და საქართველო.

2.პროექტის მოკლე აღწერა:მონაწილეები გაეცნობიან ალიანსის შექმნის მოკლე ისტორიას,რა გახდა ორგანიზაციის შექმნის საფუძველი,რა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებია ასახული ამ ორგანიზაციის საქმიანობაში,სად არის ნატოს შტაბ-ბინა და რომელი სახელწიფოებია გაერთიანებული ამ ორგანიზაციაში.

3.პროექტის აქტუალურობა:ეს პროექტი აქტუალურია რადგან მოსწავლეები ეცნობიან გლობალურ პრობლემებს,ეძიებენ ვერსიებს,თუ როგორ შეიძლება მივიდეს საქართველო ამ ორგანიზაციამდე და ხმამაღლა უთხრათ "არა ომს" რადგან ნატომ ახალი ფუნქცია შეიძინა ლოკალური კონფლიქტების განეიტრალება.

4.პროექტის მიზანი:პროექტის მონაწილეები იკვლევენ ალიანსის შექმნის ისტორიას,სწავლობენ თუ რა მიზანს ემსახურება ეს ორგანიზაცია და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სწრაფვა ამ ორგანიზაციისაკენ.

5.მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი.

6.ვადები/ხანგძლივობა:ერთი თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები:ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების პრაქტიკა,თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების,მსოფლიოში მიმდინარე პროცესების აღქმისა და ანალიზის უნარი.მოსწავლე არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ,იყენებს სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებებს რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,საძიებო სისტემა google.com,ინფორმაცია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსზე,XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელო და youtube.com.

9.მსვლელობა:1.შერჩეული თემის ირგვლივ დავსვათ რამდენიმე მთავარი კითხვა.
(1.რა იყო ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი?
2.როდის შეიძინა ნატომ ახალი ფუნქცია ლოკალური კონფლიქტების განეიტრალება? )

2.შევქმნით საპროექტო ჯგუფს.

3.ერთობლივად შევიმუშავებთ პროექტის შესასრულებლად საჭირო გეგმას.(კვლევის საგანი,მოქმედების თანმიმდევრობა და ხანგძლივობა.)

4.პროექტის პრეზენტაცია.

10.საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:სამოქალაქო განათლებასთან კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი.

11.იხილეთ შეფასების რუბრიკა

12.პროექტის ხელმძღვანელი:ნ.ბრეგვაძე.

13.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა natobregvadze1@gmail.com



9 -107-85 -63 -41-     2
ზეპირი პრეზენტაციამეტყველებს
გამართულად,
შეუძლია მოსაზრების დასაბუთება არგუმენტებით. იყენებს თვალსაჩინო ვიზუალურ მასალას.
თხრობისას უშვებს უზუსტობებს, მოსაზრების დაცვისას მოჰყავს არამყარი არგუმენტები,უჭირს თხრობა, ვერ მოჰყავს საჭირო არგუმენტებიუჭირს თხრობა, არ შეუძლია აზრის
ჩამოყალიბება
არ შეუძლია თხრობა ვერ პასუხობს კითხვებზე
ჩართულობა (კითხვა-პასუხი)აქტიურია, აზრს გამოთქვამს თავისუფლად.ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
უჭირს ცოდნის  სრულად გამოვლენა.
პასიურია,
გამოთქვამს საკუთარ აზრებს , ვერმოჰყავს არგუმენტები .
არ აქტიურობსვერ პასუხობს
ჯგუფური მუშაობა და პროექტებიაქვს სხვებთან მუშაობის უნარი, შეუძლია ინფორმაციის მოძიება, მთავარი არსის გადმოცემა, დაცვა. ვიზუალური მასალის  მოძიება და ჩვენება.შეუძლია ჯგუფთან მუშაობა,მონაწილეობს ერთიანი აზრის,დასკვნისგამოტანაში, უჭირს დასაბუთება.ცდილობს თანამშრომლობას, ეთანხმება მათ აზრს.არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, ჯგუფთან საკომუნიკაციო ამოცანების გადაწყვეტა.არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, ჯგუფთან საკომუნიკაციო ამოცანების გადაწყვეტა.